ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, მეორე დღესვე ჩასვამენ თვითმფრინავში და მოახდენენ მის დეპორტაციას უკრაინაში, როგორც არასასურველი პირის, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ეთერში განაცხადა.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, შეიწყალოს პრეზიდენტმა სააკაშვილი, რომც შეიწყალოს, რანაირად, არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არა აქვს არანაირი კანონიერი საფუძველი საარჩევნო პროცესში ჩართვის და თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, სალომე ზურაბიშვილმა რომ გაათავისუფლოს, რა მოხდება? - მეორე დღესვე ჩასვამენ თვითმფრინავში და მოახდენენ მის დეპორტაციას უკრაინაში, როგორც არასასურველი პირის. ამით დამთავრდება ყველაფერი. აი ამ მარაზმის გამოა ამდენი ხმაური. პოლიტიკური განვითარება მის გამოშვებას ხომ არა აქვს საქართველოში. არანაირი პერსპექტივა არა აქვს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.