„ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს განვითარების, ელექტორალური ზრდის პოტენციალი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა,გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

„სააკაშვილი გარკვეულ კონსოლიდაციას მოახდენს საკუთარ ელექტორატში, თუ მრევლში, არ ვიცი უკვე როგორ ვუწოდო, ძალიან უცნაურად ვითარდება ამ პარტიაში მოვლენები, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ჩაკეტილი სისტემაა ერთგვარი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს განვითარების, ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია საკუთრივ",- განაცხადა გია ხუხაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.