მივედით იმ მოცემულობამდე, როდესაც ხელისუფლებას და ოპოზიციას საერთო ინტერესი აქვთ - სასწრაფოდ ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ახალი ვირუსი შეგვეყარა - წმინდა პოლიტიკურ თემაზე მიმდინარეობს არა პოლიტიკური, არამედ იურიდიული განხილვა, რასაც სრულ აბსურდამდე მივყავართ.
შესაბამისად, მივედით იმ მოცემულობამდე, როდესაც ხელისუფლებას და ოპოზიციას აქვთ საერთო ინტერესი და შეხედულება - სასწრაფოდ ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა.
ამით ერთი პრობლემას მოიშორებს, მეორე კი საკუთარ უსაფუძვლო ეგოს დაიკმაყოფილებს…
მოეშვით სამართლებრივ ანალიზს, დაუბრუნდით პოლიტიკას და სუს-ს დაუსვით მარტივი კითხვა - შეეზღუდა თუ არა ფარცხალაძეს საზღვრის კვეთის უფლება, როგორც ეს მოხდებოდა ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში?“ - წერს გია ხუხაშვილი.