პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი სუს- ის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს და
ბ.ნ.მამუკა მდინარაძე! მოგმართავ თხოვნით, თქვენ შეგიძლიათ ყველა მასალა მოითხოვოთ სუსის არქივებიდან და 1995-2003 წლებში კოდორის ხეობაში გაეროს მისიის ოფიცრების გატაცება, აფხაზეთის მთავრობის გატაცება და კავკასიონი 500 ის სადენების აფეთქებებზე სწორი ძიება ჩაატაროთ, ამით გამოავლენთ სუსში ჩანერგილი ხალხის ვინაობას,მე თუ რამეში დაგჭირდეთ მზად ვარ თანამშრომლობისთვის!
აღარ ვართ საბჭოთა კავშირი და არც უნდა გვყავდეს უცხო ქვეყნის აგენტურა სუვერენულ სახელმწიფოში!
დიდება ღმერთს!!! მშვიდობა მსოფლიოს!!!"- წერს ემზარ კვიციანი.