როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა
და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამეყვეტია. - ამის შესახე "კოალიცია ცვლილებების" წევრი, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ.
შეამჩნევდით, არავინ ამბობდა არ ჩავატარებინებთ, ან რამე ილუზორულ ამოცანებს არ ვისახავდით. აუცილებელი იყო პროტესტის დაფიქსირება, ეს არ იყო და არ არის გადამწყვეტი მომენტი.
რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, ზოგს სამართლიანს და ზოგს უსამართლოს, მხოლოდ მაშინ შევდგებით საზოგადოებად და მხოლოდ მაშინ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები ამ კრიტიკას მშვიდად, არგუმენტირებულად და გულისყურით მივიღებთ.
შეცდომები გვაქვს ამ პროცესში, პირველი კომუნიკაციის ქაოსია, ბევრი სხვაც, მაგრამ ჩემგან პირადად მინდა გითხრათ, რომ არათუ დაბნეული, დაღლილი, უიმედო ან რამე მსგავსი, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის განწყობილი ვარ. როდესაც ხალხი გენდობა და ხმას გაძლევს (მოწონხარ და იმიტომ, თუ იძულებულია), ამაზე დიდი პასუხოსმგებლობა და ენერგიაც, თუ გნებავთ, არ არსებობს.
ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ:-)
PS ყველას გირჩევთ ვაცლავ ჰაველის power of the powerless წაიკითხოთ, ბევრ კითხვაზეა იქ პასუხი " - წერს ელენე ხოშტარია "ფეისბუკში".