თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველმა კარვები და ის ტრანსპორტი გაიყვანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი.
"მთავარი გადაწყვეტილებაა, რომ პროტესტი არ გაჩერდება, ქუჩის გაწმენდა ამას ვერ გააჩერებს. ხან იქით წავალთ ხან აქეთ წავალთ. გამოვაცხადებთ და შევიკრიბებით. მთავარია რომ ვერანაირი პატრული, ვერანაირი რობოკოპი ვერ გააჩერებს პროტესტს" ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ელენე ხოშტარია.
მანქანები ტერიტორიიდან ევაკუატორების მეშვეობით გაჰყავთ. ადგილზე მუშაობს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
პოლიციას აქციის დასაშლელად არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს გზის სავალი ნაწილიდან, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებს ავტოსაგზაო გზა გადაკეტილი აქვს.