ეს არ არის პარტიული, ან პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვართმევენ არა სკამებს პარლამენტში, არა ხელფასს, არამედ ქვეყანას,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! - ეს არჩევანი, არა რუსულ მთავრობას, ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს 100 წლის წინ, გაკეთებული აქვს 35 წლის წინ, გაკეთებული აქვს 2008 წელს და გაკეთებული აქვს სამარადჟამოდ და ეს არჩევანი დარჩება დაცული ყველა მოქალაქის მხრიდან. მე ვერავის დავარიგებ ჭკუას, იმიტომ რომ ეს არ არის პარტიული, ან პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვართმევენ არა სკამებს პარლამენტში, არა ხელფასს, არამედ ქვეყანას და მომავალს, ჩვენს საოცნებო, ისტორიულად საოცნებო ევროპულ მომავალს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.