ამ კანონის პირველივე წუთიდან, მთლიანად ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ოპოზიციას აქვს კონკრეტული ფუნქცია - ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობაც, მე მგონია, რომ „ოცების" ილუზია იყო, რომ მიუღწეველია, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს პერიოდები ოპოზიციაში, როდესაც... თუ ვინმეს უქმნის ილუზიას, რომ კამათი ოპოზიციას შორის, ერთი წუთი მაინც შეგვაყოვნებს ამ კრიტიკულ მომენტში ვიყოთ ერთად... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"] პირველივე წუთიდან მთლიანად ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი, აბსოლუტურად კოორდინირებული", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.