ჩვენს წერილში აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილმა თავისი პირით აღიარა აგენტობა. ამის საფუძველს განვითარებული მოვლენები და მისი მოქმედებები გვაძლევს. ჩვენს წერილში სწორედ ეს არის აღნიშნული - ვახასიათებთ აგენტს და მის ფსიქოლოგიას ვადარებთ მონის ფსიქოლოგიას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აგენტი თავისი პატრონის, ანუ დამქირავებლის, მისთვის დავალების მიმცემის ნება-სურვილის უსიტყვო ამსრულებელია და ამ დროს საუბარი არ არის არც საკუთარი ქვეყნის და არც საკუთარი ღირსების, ინტერესებისა და პრინციპების დაცვაზე“, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ გერმანული მედიისთვის მიცემული ინტერვიუ იმის დასტურია, რომ ის „ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა“.
„ფაქტობრივად გამოდის, რომ სად მოდიოდა, არ იცოდა, თუმცა, რისთვის მოდიოდა და რა უნდა გაეკეთებინა, ეს ძალიან კარგად იცოდა. ანუ, დაავალეს, რომ ჩასულიყო საქართველოში, მოეწყო არეულობა, უკანონო გზით შესულიყო ქვეყანაში - ყველაფერზე იყო თანახმა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ სწორედაც ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ინტერესებს გაატარებს. მთავარია, რომ პატრონმა დავალება მისცეს და ის ამ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს. სანაცვლოდ, როგორც ვრწმუნდებით, ის მხოლოდ იმ ძალაუფლების აღდგენას ითხოვს, რომელიც 2003-2012 წლებში ჰქონდა. ეს არის სააკაშვილის საფასური, რის გამოც ყველაფერზეა თანახმა - საკუთარი ღირსების შელახვასა და ქვეყნის ინტერესების გაყიდვაზე, რაც ძალიან სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.