ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყველა სახელმწიფოს რომ ყავდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ერისკაცი, ომი არ იქნებოდა! ნამდვილად სანიმუშოა რომ ყველაფერზე უარი თქვა და პირადი კეთილდღეობის საფრთხის მიუხედავად, ასეთ რთულ პერიოდში, სამშობლოს უნარჩუნებს მშვიდობას! მოწოდების სიმაღლეზე დგას სახელმწიფო, ხელისუფლება, მმართველი გუნდი! სამაგალითოა ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ვერ უძლებენ ზეწოლას და სხვისი ინტერესების გატარების ხარჯზე, საკუთარ მოსახლეობას აზიანებენ! მეამაყება, რომ ვარ ამ გუნდის წევრი და მქონდა საშუალება ბატონი ბიძინას გვერდით მემუშავა. მომცა გამოცდილება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამომადგება!“- წერს სამხარაძე.