ფრიმიშა კუბილიუსს ქართველები ნაცები ხომ არ ვგონივართ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ფრიმიშა კუბილიუსს ქართველები ნაცები ხომ არ ვგონივართ? ყველა ანტიქართულ დავალებას რომ უსრულებენ! ქართველები სარწმუნოებაზე, ტრადიციებზე, წარსულზე, მომავალზე, მშვიდობაზე, ერისშვილობაზე არ თამაშობენ! რამდენიმე მასეთი მონა ქართველი გყავთ, გლობალურ ომის პარტიას, რომლებიც აქციებზე 10 კაცსაც კი ვერ უყრიან თავს და მაგით დაკმაყოფილდით.ეს განცხადება სპეციალურად გამიზნულია, რომ 24 თებერვლის რუბლოვნა ხოშტარიას, გამოთინეიჯერებული ჯაფარას და ჭიჭე ვაშაძე-პოპოვნას აქციას იქნებ ხალხი შეემატოს! ასეთი ანტიევროპული და ანტიქართული განცხადებებით თავს აზიზღებთ ხალხს, აღიზიანებთ და მართლა მიიღებთ გაბრაზებული ხალხის აქციას. საქართველო არ არის კუბილიუსების სათამაშო“ - წერს სამხარაძე.
ცნობისათვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ „გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.