მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, დაინახეს რომ ქართველ ხალხს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია აქვს და  ახლა გვეუბნებიან, სანქციები კი არა, ვიზა არ ჩავურტყით, თარგმანში გაგვეპარა უზუსტობაო! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით, დაინახეს რომ ქართველ ხალხს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია აქვს და  ახლა გვეუბნებიან, სანქციები კი არა, ვიზა არ ჩავურტყით, თარგმანში გაგვეპარა უზუსტობაო! საქართველო არ არის ნივთი, რომლითაც ენჯეოშნიკები და უცხო ქვეყნის ფაშისტი აგენტები ითამაშებენ! საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სისხლით აქვს მოპოვებული, ვერავინ ვერ დაადგავს ფეხს და მიაყენებს შეურაცხყოფას ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას! ცდილობენ შემოგვაპარონ, რომ თითქოს ფაშისტი ენჯეოები ქვეყანას ან ხალხს რამით ეხმარებიან, არადა ენჯეობს, ყველა კვლევაში, რეიტინგი აქვთ 0,1 %, რაც  ყველაზე კარგად სცემს პასუხს ამ მითს. 
ლოგიკურია, რომ მოსახლეობას ქონდა უარყოფითი რეაქცია, რადგან ყოველთვის ასე ხდება, როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, რომლითაც შეურაცხყოფ ქვეყანას. 
ზოგს შეიძლება გეწყინოთ, ზოგსაც გაგიჭირდეთ აღიარება, მაგრამ მოგიწევთ შეეგუოთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლება, რომლის მთავარი ამოცანა ხალხის ინტერესების დაცვა და გატარებაა!" - წერს დიტო სამხარაძე.