მილიონი ფრანგია გამოსული პარიზში, სხვისი ომის გამო რატომ უნდა ვიზარალოთო, არცერთი არ მღერის სხვისი ქვეყნის ჰიმნს - ასეთი ხალხი გაიმარჯვებს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„1 მილიონი ფრანგია გამოსული პარიზში, ითხოვენ საპენსიო კანონის გაწვევას და მაკრონის გადადგომას! სხვისი ომის გამო, ფრანგებმა რატომ უნდა ვიზარალოთ, ფული რომელიც უკრაინის ომში დახარჯეთ, ჩვენი მოქალაქეების პენსიისთვის გამოგეყენებინათო! 1 მილიონ ადამიანში, არცერთს არ უჭირავს, ევროკავშირის, ამერიკის და უკრაინის დროშები, მხოლოდ საფრანგეთის დროშები აქვთ და არცერთი არ მღერის სხვისი ქვეყნის ჰიმნს, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღერიან! არ ითხოვენ სხვისი ქვეყნის დაფარულ აგენტობას, მონობას და მეორე ფრონტს! ასეთი ხალხი გაიმარჯვებს! აფერისტები, ფაშისტები, ჯაშუშები - არასდროს“,- წერს სამხარაძე.