მოსამართლეების დასანქცირება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმია, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება!!! ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!! შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!“- წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი” იტყობინება.