კანადელებო, თქვენთან არს ნინო ლომჯარია. ცოტაც გაუძელით! - "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს.
Nino Lomjaria ნინო, შენი იმედი აქვს კანადას! არ დაუშვა, კანადა გახდეს რუსეთი! კანადელებო, თქვენთან არს ნინო ლომჯარია. ცოტაც გაუძელით! სულ მალე გესტუმრებათ რამოდენიმე სკოლის მასწავლებელი და აქლემი ლექტორი საქართველოდან! დაატრენინგებენ თქვენს მასწავლებლებს, ლექტორებს თუ როგორ მოახდინონ ბავშვებზე ზეგავლენა და ააგორებენ ფეიკ კამპანიას, მერე ქურქუმაალთ ჯგუფი წამოგეწევათ, ჩამოგიყვანენ მეომრებს და დანარჩენი კი იცითარა რუსულ კანონს - წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ: კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი მალე გახდება. ასეთი რეესტრის მიხედვით, კი ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, უნდა გაამჟღავნონ კავშირები იმ მთავრობასთან, რომელიც მათ ასაქმებს.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დადასტურდა ცნობები 2019 და 2021 წლებში ჩინეთის მიერ კანადის არჩევნებში ჩარევის შესახებ.