მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" დიტო სამხარაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოქვეყნებულ კვლევას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს.
"ნაცებმა ნაცები გამოკითხეს და მაინც ოცნება გავიდა პირველ ადგილზე😂 IRI-ს დაკვეთით ჩაატარა ნაცურმა კომპანიამ, გადასცეს 19 % და ვიყოთ ახლა ბედნიერადო 😂 ვირტუალურ საქართველოში რომ ცხოვრობთ, იმიტომ გაქვთ თქვენ და თქვენს მონებს კარგად საქმე😂😂😂 კვლევების ფურცლები მერამდენედ უნდა დახიოთ არჩევნებზე? 😂😂😂:" - წერს დიტო სამხარაძე.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91 %-ს ილია მეორე მოსწონს, 52%-ს კახა კალაძე
IRI - კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“