"ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "ქარდს" ანალოგიური ფორმით ეხმაურება, სადაც ვკითხულობთ:
"დემოკრატიები" არ ლობირებენ პარტიებს, რომლებიც საკუთარი მოსახლეობის წამებაში არიან ეჭვმიტანილები; არ ერევიან სხვა დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნების საარჩევნო კამპანიაში, კანონის დარღვევით; სტრატეგიული პარტნიორის მოსახლეობას უვიზო რეჟიმს უწესებენ და მოსახლეობის 95%-ს არ უბლოკავენ ვიზას; პრეზიდენტობის კანდიდატებს არ ესვრიან - დანარჩენს ჯერ აღარ დავწერ" - წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ:
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში მორიგი "ქარდი" გამოაქვეყნა, სადაც წერია: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
აღნიშნულ "ქარდს" პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა: მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან