"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე „ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ და კოლექტიური ნაცების სლოგანების შედარებაც კი საკმარისია სწორი მხარის ამოსარჩევად. მისი თქმით, ნაცი სიკვდილის სინონიმია

„ფაქტია, რომ ყველაფერი უარყოფითი, ცუდი და საშინელი ნაცთან ასოცირდება. ადრე ქუჩებში იარაღით ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ახლა ფაშისტური კამპანიით, ბულინგით, ზიზღის ფრქვევით კლავენ!

ნაცურმა პროპაგანდამ მოკლა ერმილე გიგიაძე!

სულ ასეთი იყო ნაცი, საქართველოს მოქალაქეებს ჩარეცხილებს ეძახდა, არაფრად მიაჩნდა საკუთარი მოსახლეობა, სხვისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად საქართველოს ომში რთავდა, ბრძოლის ველზე სხვას უშვებდა და თვითონ წითელი ხიდიდან გარბოდა!

ქართული ოცნების და კოლექტიური ნაცების სლოგანების შედარებაც კი საკმარისია სწორი მხარის ამოსარჩევად, საქართველოსკენ ყოფნისთვის!

ნაცი გპირდება ევროპას, ოღონდ ქვეყნის დამანგრეველი პირობით, დაბომბილი ქართული ქალაქებით, დაღუპული მოსახლეობით! ქართული ოცნება ევროპას, მშვიდობით, ღირსებით, ძლიერი ეკონომიკით, ჩვენი წარსულის და მომავლის დაცვით, ქართული იდენტობის შენარჩუნებით!

ნაცი სიკვდილის სინონიმია ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ოცნების წყალტუბოს საოლქო ორგანიზაციას“-წერს დიტო სამხარაძე.