"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, სულ რომ სახე იხიონ კოლექტიურმა სანაცეთმა, ომი არ იქნება, გავაძლიერებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ერთიან საქართველოში",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ნაცებმა ნაცებში კვლევა ჩაატარეს და იქაც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა..
ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა, რეგიონული და საუბნო შეხვედრებია, სადაც უამრავი საქართველოს მოქალაქე ესწრება, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ოცნების მხარდამჭერები არ იყვნენ და ახლა სწორ მხარეს დადგნენ! არაფერი აღარ შველით, არც მათი პატრონების განცხადებები, რომელიც პირდაპირ საქართველოს და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა და არც ტყუილი დაპირებები! ფეიკ კვლევებს აკეთებენ, რომ პატრონებს დამატებითი ფული გამოწველონ და ამათმა მფლობელებმა იციან ნეტა ქართული ანდაზა, “ძაღლი შინ არ ვარგოდაო - სანადიროდ გარბოდაო”?
ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, სულ რომ სახე იხიონ კოლექტიურმა სანაცეთმა, ომი არ იქნება, გავაძლიერებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ერთიან საქართველოში" - წერს დიტო სამხარაძე.