ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, „გლობალური ომის პარტიიდან,“ ევროპელი პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ.
„სამშობლოს სიყვარული არა მხოლოდ სადღეგრძელოში ითქმება ან სოციალურ ქსელში იწერება, არამედ იქ, სადაც მთელი ერი საქართველოს დასაცავად აპირებს დგომას – შენც იქ უნდა დადგე. დასავლელი პოლიტიკოსები, „გლობალური ომის პარტიიდან“ საქართველოსთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ. ჯერ შავი ფულით განიზრახეს ვაჭრობა ღირსების „შესასყიდად” და როდესაც ამაზე მტკიცე უარი მიიღეს, ისევ ფულით ვაჭრობა გააგრძელეს და პოლიტიკოსებს სანქციებით დაგვემუქრნენ.
საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან. ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის. სამშობლოს დასაცავად გელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. დიდება საქართველოს!“, – დაწერა დიმიტრი ხუნდაძემ