ბოლო არჩევნების მერე დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს, ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც ნაკლებ მოსალოდნელია, ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ხელისუფლება ასე დააყენებს საკითხს, რომ ან ბიძინა, ან დასავლეთი, ანუ ეს შეგვიძლია გავიგოთ, ან რუსეთი ან დასავლეთი, მაშინ შეიძლება ძალიან დიდი გაერთიანებაც მოხდეს და მაშინ შეიძლება მოსახლეობამ სერიოზული დარტყმა მიაყენოს სწორედ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, თუ ასე წაიყვანს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში იმდენად არსებითი მნიშვნელობა არ ექნება ერთი დიდი ბლოკი უპირისპირდება, თუ ბევრი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ახალგაზრდა ამომრჩევლის ძალიან დიდ მობილიზაციას და ახალგაზრდა ამომრჩეველი თუ გამოვიდა... სხვადასხვა დათვლით, დაახლოებით 300 ათასი ახალი ამომრჩეველი გვყავს ჩვენ ბოლო არჩევნების მერე. ეს არის სრულიად ახალგაზრდა თაობა, რომელიც ძალიან ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, თუ ასეთ არჩევანს დაუყენებს ხელისუფლება“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.