დ„ოცნების“ მეორე ვადა პირველზე უარესი იყო, მესამე - ბევრად უარესია მეორეზე და მეოთხე ალბათ, უფრო უარესი იქნება -  ამის შესახებ პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გასათვალისწინებელია, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა, „ქართული ოცნების“ კონტიგენტიდან ვინ საით წავა და ვინ რომელ პარტიაში გადანაწილდება კაცმა არ იცის. დავუშვათ, მოიგო „ოცნებამ“ და გახარიას პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი, მერე რა, იქნება ისევ ისე, როგორც დღეს ჰყავს დეპუტატები, მაგრამ მეოთხე ვადაზე „ქართული ოცნება“... ჩვენ მესამე ვადა ვნახეთ რაოდენ მძიმეა. თუ „ქართული ოცნების“ მმართველობას გადავხედავთ,  ფაქტი არის ის, რომ მეორე ვადა უარესი იყო ვიდრე პირველი, მესამე ვადა ბევრად უარესია მეორეზე. სტრატეგიული და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დადგა ეჭვს ქვეშ და მეოთხე ვადა ალბათ იქნება კიდევ უარესი, ამიტომ ასეთ ექსპერიმენტებს რამდენად გავუძლებთ არ ვიცი" - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.