„ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა - ვინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერის, აკია ბარბაქაძის მიერ გუშინ, პერმანენტული აქციების დაანონსებას.
„ლელოს“ რაიმეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა. „ლელო“ გუშინ თავისი ხელმძღვანელებით წარმოდგენილი იყო კიევში, რადაში, უკრაინელ ხალხთან, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირებით. ჩვენ არ ვიყავით არც გუშინდელი აქციის ორგანიზატორები, არც სცენაზე გინახივართ. ვინც იქ გამოვიდა, თავისი პოზიციები გაახმოვანა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.