„რისთვისაც წელიწად-ნახევარი გვაბულინგებდნენ და „გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ" - დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ, მაგრამ ამას „არ იმჩნევენ" თავის თბილ და კომფორტულ ბუნაგებში“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თქმითაც, „დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს.
ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?“ „ევროკავშირის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს „სულ რაღაც" ასი ათასი დაღუპული უკრაინელი წამოსცდა პირდაპირ ეთერში და კინაღამ ყველა სოცქსელში დაბლოკეს ამის ამსახველ ვიდეოსთან ერთად.
არესტოვიჩმა გაასამმაგა ეგ ოდენობა და სარდალ ზალუჟნის თანაშემწის გზას არ გააყოლონ „შემთხვევით". საქართველოს პრემიერი ლამის „ანათემას" გადასცეს, უკრაინის ომი NATO-ს საკითხს რომ დაუკავშირა, და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც არესტოვიჩი ჩვენი და უკრაინელი პოლიტსექტანტების უპირობო ავტორიტეტი იყო. მიუხედავად ამისა არესტოვიჩის დღევანდელ განცხადებაზე ნაცმოძრაობის აღშფოთებულ ბრიფინგებს ტყუილად ნუ ველოდებით. გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა უსაყვედურა უკრაინას, რომ მან „არასათანადოდ შეაფასა რუსეთის შესაძლებლობები" - მაგრამ ვერც მას გაუბედავენ „რუსეთუმეობის" დაბრალებას. წარმოდგენაც არ მინდა, ქართული ნორმალური ჟურნალისტიკის მხარესაც ლეშიჭამია სვავები რომ ყოფილიყვნენ - რა ტიპის შეკითხვებით მოახდენდნენ დღეს ბელადის ბანაკის წევრების ტორპედირებას.
ყველაფერი, ზედმიწევნით და სიტყვა-სიტყვით - რისთვისაც წელიწად-ნახევარი გვაბულინგებდნენ და „გვა-სლავა-უკრაინ-ელებდნენ" - დღეს საკუთარი გუშინდელი სპიკერების მხრიდან უბრუნდებათ, მაგრამ ამას „არ იმჩნევენ" თავის თბილ და კომფორტულ ბუნაგებში. რეალობა კი ასეთია: რუსეთი არასათანადოდ იქნა შეფასებული, NATO-ს ფაქტორი ამ ომის ტრიგერი გახდა, ქვეყანას შეემატა 15 მილიონი ლტოლვილი და ასობით ათასობით დაღუპული. ახლა კი აქნიეთ თქვენი დროშები გამარჯვების ყიჟინით...“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.