„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნაწილისგან პროვოკაციულ ფეისბუქ პოსტებს, რომლებშიც ის 83 დეპუტატია მონიშნული, რომელთაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით კაჭარავა წერს, საქართველოს მოსახლეობამ ეს 83 დეპუტატი ნამდვილად უნდა დაიმახსოვროს, რადგან მათ საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.
„თხოვნაა ყველამ გააზიაროთ!
მტერმა თუ მოყვარემ ! რამდენჯერმე მომნიშნეს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების ფოტოებია და წერენ, დაიმახსოვრეთ ეს 83 მოღალატეო და ა.შ. მინდა გითხრათ: ამ კანონის განხილვა სხვა განზომილებაში გადავიდა. აქ არ დგას საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საკითხი ჩვენს დამოუკიდებლობას ეხება! აქ წყდება საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლება თუ - კაბინეტში დამტკიცებული! რაც, ავტომატურად, პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავს!
დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - მშვიდობას, სუვერენიტეტს, ისტორიას, ფასეულობებს, რელიგიას, ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უბრალოდ, სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!
რაც უფრო მეტია დამოუკიდებლობა, მით უფრო მეტია პასუხისმგებლობა!“, - წერს დავით კაჭარავა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება