ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება სწორედ იმ წარმატებაზე, რომელსაც მიაღწიეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამერიკული ფორდ მუსტანგი დღევანდელი გადასახედიდან მოკრძალებული მანქანაა, მაგრამ თავის დროზე ეს იყო რევოლუციური მოდელი და აშშ-ში დიდი როლი ითამაშა „ფორდის“ კომპანიის განვითარების მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ მამუკა ხაზარაძის შეთავაზებამ, რომ ჩავიდეს ყველგან და შეხვდეს, რაც შეიძლება მეტ ჩვენს თანამოქალაქეს, უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და უამრავი ადამიანი სთხოვს მამუკას ჩავიდეს, ესაუბროს „ლელოს“ გეგმებზე. ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება სწორედ იმ წარმატებაზე, რომელსაც მიაღწიეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და არა რუსეთის "მიღწევებზე". ეს დგას სწორედ იმ ინიციატივის უკან, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გააჟღერა, რომელსაც ძალიან კარგი და მოულოდნელად დიდი გამოხმაურება აქვს ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, ამერიკული ფორდ მუსტანგით დაიწყო. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სოფლებს ამ მანქანით ჩამოივლის და ამომრჩეველს მარშალის გეგმის შესახებ მოუყვება.