ჩვენ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად მსჯელობის გზით, რომ ეს ბარიერი არ იქნება შეფერხება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდეს , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მე არ მიმაჩნია, რომ ეს [5%-იან ბარიერი] საგანგაშოა. ეს მოგვანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად მსჯელობის გზით, რომ ეს ბარიერი არ იქნება შეფერხება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდეს. რა თქმა უნდა, მათი გათვლა არის ის, რომ ეს ბარიერი ხელს შეუშლის ქართველ ამომრჩევლებს და მათი ხმები დაიკარგება, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ისეთი კონფიგურაციით მივიღებთ მონაწილეობას [არჩევნებში] და ისეთი შეთავაზება იქნება ჩვენი ამომრჩევლისადმი, რომელიც იქნება დაფუძნებული მათ სურვილზე და 5%-იანი ბარიერი პირიქით, „ქართული ოცნებისთვის“ მათი დამარცხების რეცეპტი იქნება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.