მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს და ახალგაზრდებს ვთხოვო, კარგად გააანალიზეთ სიტუაცია და მიხვდებით, ვინ და რა მიზნით აკეთებს საქმეს თქვენი ხელებით! ნუ გახდებით ქვეყნის მტრების (რადიკალური ოპოზიციის) ბინძური საქმეების შემსრულებელი! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს.
"რა ღირებულებების მატარებელია თქვენთვის ევროპა? დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებში ადამიანების დახმარება და თანაგრძნობაც იგულისხმება. რა ვნახეთ ღამით?
არანაირი ემპათია სხვა რიგითი მოქალაქეების მიმართ!
ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი რომ გადაადგილდება მანქანით და არ უშვებთ, მეტიც, აიძულებთ, გადმოვიდეს და თქვენს აქციას შემოუერთდეს - ეს არის ევროპა?
რატომ არ რეაგირებს ამაზე რადიკალური ოპოზიცია? თუმცა, სად სცალიათ, იქვე, კოსტავაზე "კოსტეში" მშვიდად ვახშმობენ და სამოქმედო გეგმებს გილაგებენ. ნუ გახდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი!" - წერს ავთანდილ ცინცაძე.
ცნობისთვის, გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ასევე, გადაკეტეს თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე და კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა.
გმირთა მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
1 მაისს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.