თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ისინი დაუნახაობაში დაადანაშაულა.
"ყველანაირ საზღვრებს სცდება ამ ბოლო დღეებში კახა კალაძისადმი, პრემიერისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია. როდესაც ადამიანი ვერ ხედავს სიკეთეს, ეს ქვეყნის ღალატია. დაუნახაობა კი, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ცოდვა და ცუდი თვისებაა”,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ის ასევე ფრაქციის “თბილისი საქართველოსთვის” წარმომადგენლის გამოსვლას გამოეხმაურა და მას მოღალატე გახარიას გუნდის წევრი უწოდა.
„გასაკვირია, რა უნდა ასწავლოს მოღალატე გახარიას პარტიის წევრმა სხვას. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას", ვფიქრობ, ყველაზე დიდი სასჯელი თქვენთვის ხაბეიშვილის წინამძღოლობაა”,- აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.