არჩილ გამზარდია: ძალიანაც მიჰქარავთ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც 16-ში არ გახვალთ ევროპის იდეის მხარდასაჭერ აქციაზე

1655295933
ძალიანაც მიჰქარავთ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც 16-ში არ გახვალთ ევროპის იდეის მხარდასაჭერ აქციაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიანაც მიჰქარავთ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც 16-ში არ გახვალთ ევროპის იდეის მხარდასაჭერ აქციაზე, რადგან ამით სალომე ზურაბიშვილზე კი არ პოზიციონირებთ, არამედ ევროკავშირთან მიმართებაში, რადგან სურათს ჩვენი პარტნიორები უყურებენ, რომლებთანაც პრეზიდენტს ბევრად მეტი რეპუტაცია აქვს, ვიდრე ყველა თქვენგანს ერთად აღებულს," - წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ევროპის იდეის მხარდამჭერი აქცია 16 ივნისს გაიმართოს. ოპოზიციის ერთი ნაწილი აქციაზე მისვლას არ აპირებს. ამბობენ, რომ 20 ივნისს ჩანიშნული აქციის საპირწონედ დაანონსა აქცია პრეზიდენტმა, რაც საზოგადოების გახლეჩვას ისახავს მიზნად.