პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხმაურია, სადაც ე.წ. ამერიკული უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალის" წარმომადგენელ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს, პროექტი წარდგენის საშუალებას არ აძლევენ და აცხადებენ რომ ეს არა ამერიკული, არამედ რუსული კანონია.
"უსამშობლო კაცი ხარ! ვის ინტერესებს ატარებ?! - ასე მიმართა ოხანაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.