მიშა წარსულია თუ მომავალი, დამნაშავეა თუ არა ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი და შეაფასებს ისტორია. მიშას და მიშას პარტიის პროცენტები დაითვალეთ გეთაყვა ამ 11 წლის რეპრესიების ფონზე და შემდეგ საკუთარი. - წერს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
"ოპოზიციური თანამშრომლობის მომხრე ენმ ყოველთვის იყო.
უფრო მეტიც, მთავარი ინიციატორიც ყოველთვის ჩვენ ვიყავით და ვიქნებით. ყველაზე მეტი ამ ერთობისთვის ყოველთვის ჩვენ დავთმეთ და მოვითმინეთ.
კიდევ ყველაფერს გავაკეთებთ საერთო თანამშრომლობისთვის რადგან ჩვენთვის რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი უფრო ღირებულია ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი ან წყენა.
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ როდესაც რუსული ოცნების მმართველობის 11 წლის თავზე, კიდევ რუსული პროპაგანდის მსხვერპლი ხარ ან კიდევ მიშაზე კომპლექსები გაქვს პასუხი არ გაგცეთ.
მიშა წარსულია თუ მომავალი, დამნაშავეა თუ არა ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი და შეაფასებს ისტორია. მიშას და მიშას პარტიის პროცენტები დაითვალეთ გეთაყვა ამ 11 წლის რეპრესიების ფონზე და შემდეგ საკუთარი.
გარდა ამისა არც ერთ ენმ წევრს არ უკადრებია ყველაზე მიუღებელი ოპოზიციური პარტიის შიდა ამბებზე მითითებები მიგვეცა - მინიმუმ არაეთიკურია და მაქსიმუმ თავხედობა. თან დიდი ხანია ვითმენთ და უპასუხოდ ვტოვებთ. ფოკუსი გაასწორეთ ვისაც გეხებათ. ვისაც ეგონა მიშას და ენმ გინებით შუაშისტების - ხმებს მიიღებდა როგორ დაასრულეს არაერთი გამოცდილება გაქვთ. რუსული ოცნება როგორ დავასრულოთ მიზანი ეს არის!" - წერს ანა წითლიძე.
შეგახსენებთ: "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე და ლელოს წევრი საბა ბუაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.