ცენტრალური კითხვაა - სახელმწიფოს რეაგირება იყო თუ არა ეფექტიანი იმისთვის, რომ არ გვყოლოდა ასეთი მაღალი მსხვერპლი - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
„განცხადება იმაზე, რომ ეს გარდაუვალი იყო და სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებდა, ვინ გამოიძია ეს. ექიმთან რომ მივდივართ, კარებში არ ვართ შესული და დიაგნოზს გვისვამს? რატომ არსებობს სამედიცინო კვლევები?
ასე წარმოებული გამოძიება არაფრამდე არ მივა.გვყავს უზარმაზარი მსხვერპლი - ცენტრალური კითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი არის ის, სახელმწიფოს რეაგირება იყო თუ არა ეფექტიანი, დროული და სწრაფი იმისთვის, რომ არ გვყოლოდა ასეთი მაღალი მსხვერპლი. სისხლის სამართალში ამას ჰქვია შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიება. ეს გამოძიება არსად არ მივა, იმიტომ, რომ რეაგირებაზე მთავარი უწყება იყო შსს ერთ-ერთი ქვედანაყოფი ანუ უწყების ერთი ხელი იძიებს უწყების მეორე ხელმა სწორად იმოქმედა თუ არა, ეს გამოძიება სანდოობას აღძრავს, ფორმალურადაც კი კანონი უკვე დარღვეულია. გამოძიება ძალიან გამიზნულად ვიწროდ მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ დიახ, დანაშაულია ჩადენილი და ხელისუფლება ცდილობს მის დამალვას,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.