უჭირთ, ოღონდ მორალურად კი არა - ამ კატასტროფის და დაღუპული ადამიანების გამო, საკუთარი სკამების და ამისგან მიღებული მატერიალური სიკეთეების დაკარგვის შიში ამძიმებთ - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების მისამართით წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მან საზოგადოებას წარუდგინა "9 ყალბი ნარატივი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაზაფრვას და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენას".
ტროლები და ბოტები ვეღარ აკავებენ სიმართლეს და სიმართლის მთქმელ ხალხს და პარლამენტის თავმჯდომარის გამოდგმა გახდა საჭირო.
უჭირთ, ოღონდ მორალურად კი არა - ამ კატასტროფის და დაღუპული ადამიანების გამო, საკუთარი სკამების და ამისგან მიღებული მატერიალური სიკეთეების დაკარგვის შიში ამძიმებთ.
სავალდებულოდ ჩაკითხული სამძიმარი და მადლობები, მაგრამ მთელი გზნებით წაკითხული თავდასხმა საზოგადოებაზე.