პროკურატურას სძინავს, რადგან ინსტიტუციური თავმოყვარეობაც არ აქვს. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი, მივუჩენდი საკუთარ ადგილს ირაკლი კობახიძეს - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს არავინ ეკითხება, თუ რას გააკეთებს პროკურატურა, რადგან სწორედ კონსტიტუციით პროკურატურა აპოლიტიკური უწყებაა.
„ეს აბსოლუტურად აბსურდია, უბრალოდ გამეცინა განცხადება რომ წავიკითხე, საბჭოთა პერიოდი იყო, როდესაც პარტიის თავმჯდომარე დავალებას იძლეოდა, თუ ვის წინააღმდეგ უნდა დაეწყო გამოძიება პროკურატურას. ეს საბჭოთა სახელმწიფოში ხდება, ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი ტიპის განცხადებას და პარტიის თავმჯდომარის ჩარევას დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში არავინ აპატიებს. პროკურატურას სძინავს იმიტომ, რომ ინსტიტუციური თავმოყვარეობაც არ აქვთ. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი, მივუჩენდი საკუთარ ადგილს ირაკლი კობახიძეს. დაუშვებელია, ასეთი რამ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება მოხდეს. ვინ ეკითხება პარტიის თავმჯდომარეს, მაგრამ ეს ადამიანი თავის წარმოსახვაში საბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობს, იქ არის, საბჭოთა კონსტიტუციით ხელმძღვანელობს“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, ნაცვლიშვილის თქმით, ის, რომ ვერ განხორციელდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი, „ქართული ოცნების“ მარცხი იყო.
„ეს იყო „ქართული ოცნების“ ცალსახა მარცხი, რაზეც პასუხისმგებლობა, ისევ და ისევ, კობახიძეს ეკისრება, რადგან მან ჩახლართა ეს სქემა, მან გახვია პარტიის სხვა წევრებიც, მაგრამ ამ მარცხის მთავარსარდალი არის კობახიძე“ , - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.