ხელისუფლების მიერ ამ მოვლენების დროს და შედეგებზე რეაგირების ადეკვატურობის შესაფასებლად, სახელმწიფო უწყებებს გავუგზავნე 45 სადეპუტატო კითხვა.
როგორც დაგპირდით საზოგადოებას, გაწვდით ინფორმაციას - ამ დროისათვის ასეთია ფაქტობრივი მოცემულობა:
სახელისუფლებო უწყებებს არც ერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი! - განაცხადა პარტია "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
"ერთი თვე გავიდა შოვში განვითარებული მოვლენებიდან.
ხელისუფლების მიერ ამ მოვლენების დროს და შედეგებზე რეაგირების ადეკვატურობის შესაფასებლად, სახელმწიფო უწყებებს გავუგზავნე 45 სადეპუტატო კითხვა.
როგორც დაგპირდით საზოგადოებას, გაწვდით ინფორმაციას - ამ დროისათვის ასეთია ფაქტობრივი მოცემულობა:
სახელისუფლებო უწყებებს არც ერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი!
კონსტიტუციის და კანონის დარღვევით, კითხვების უპასუხოდ დატოვებით, ხელისუფლება ცდილობს დაფაროს დანაშაულის კვალი შოვში.
გაგზავნილი სადეპუტატო კითხვები მიემართება პრემიერ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. კითხვები შეეხება 3-4 აგვისტოს ღამით სამძებრო სამუშაოებს, საერთაშორისო დახმარების არგამოყენების მოტივებს, საკვანძო საკითხებს პროცესების პრევენციას და კრიზისის მართვას საკითხებზე, მათ შორის, რა ფორმატში მიიღებოდა კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები და რა ფორმატში იყო უზრუნველყოფილი კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის, რა დახმარება გაეწიათ (იგეგმება) დაზარალებულთათვის, მაშველების სამუშაო პირობებს და სხვ.
ერთადერთი უწყება, ვინც დეპუტატის კითხვას პასუხი გასცა არის პროკურატურა, რომელმაც დაადასტურა უკვე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების ამოცანაა შოვის საკითხის დღის წესრიგიდან გაქრობა. ამასთან, ნათელია, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აანალიზებს თავისი ქმედებების ადეკვატურობას, სისტემის სუსტ მხარეებს, რაც ნიშნავს ერთადერთ რამეს - ხელისუფლება არაფრის გამოსწორებას არ აპირებს არც სამომავლოდ, კრიზისების პრევენციისა და მასზე რეაგირებისას სახელწმიფოს მსგავსი ჩავარდნების თავიდან ასაცილებლად, რასაც უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა."