მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილები, რადგან დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინა პერიოდში კრიტიკულად აუცილებელია, რომ საქართველოს მიმართ იყოს მაღალი ყურადღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟოზეფ ბორელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
„კრიტიკულად აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.