რაზეც საუბრობს „ქართული ოცნება“, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ჩვეულებრივი ქართველის ყოველდღიურობასთან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
„თვეზე მეტია არსებობს კოალიცია „ძლიერი საქართველო“, გაშლილი ხელით ველოდებით ხალხს, ვინც იზიარებს ჩვენს მთავარ ფასეულობას და მისწრაფებას. ჩვენ ვართ პროდასავლური გაერთიანება, ჩვენ ვართ რეალური ალტერნატივა „ქართული ოცნების“, ასევე იმ სისტემური მმართველობის სტილის, რომელიც ხელისუფლებაში იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. დავდივართ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მუდმივად, ყოველდღიურად ვრწმუნდები, რამდენად შეუსაბამოა რეალობასთან ის, რასაც „ქართული ოცნებიდან“ ვხედავთ. რაზეც საუბრობს „ქართული ოცნება“, ამას არავითარი კავშირი არ აქვს ჩვეულებრივი ქართველის ყოველდღიურობასთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ „ფორმულას“ ეთერში.