ჩვენი შტაბი "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი ყველა მოქალაქისთვის, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი შტაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ ნახეთ ჩვენი შტაბი, რომელიც "ოცნების" შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, რაღაც გვითხრას. ამასთანავე, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს. მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი დავითი არის გამორჩეული პროფესიონალი, პოლიტიკოსი, წარმატებული მეწარმე, მე მას დავასახელებდი განსაკუთრებულად მებრძოლ და პატრიოტ ადამიანად. 2004-05-06 წლებში მე და დავითმა ერთად გავატარეთ დღეები დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, იზოლატორებთან, სასამართლოებში, სანდრო გირგვლიანის და სხვადასხვა საქმეების სამართლიანობის აღდგენისთვის. ბატონი დავითი წინა ხაზზე იყო ჩვენთან ერთად. მას არასოდეს არ დაუხევია უკან. დღეს მისი თავდადება სამშობლოსთვის ჩვენ ძალიან გვჭირდება და ასევე იმედი მაქვს, რომ მისი მაგალითი ჩრდილიდან გამოსვლის, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მაგალითი იქნება, რომელსაც ველით გაშლილი ხელით", - განაცხადა ანა დოლიძემ.
დავით გამყრელიძე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს