ასე გამოეხმაურა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.
„ჩვენს გუნდს ნამდვილად არ გაუკვირდება, რომ ერთი მხრივ მერაბიშვილები, აი როგორც 20 ივნისს დადასტურდა, აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რისი მკადრებელია და რომ ყველაფრის მკადრებელია, ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად ვიცით. ნუ გვაშანტაჟებენ და ნუ გვაშინებენ, 10 წელია გასული და დადონ ფაქტები,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური.