აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.
"თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.