"იმედი მაქვს სენატორი შაჰინი ერთადერთი სწორი გზავნილით დაბრუნდება აშშ-ში, რომ საქართველოს აქვს არსებითი პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით". - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საქართველო დღეს არის უფრო თანამედროვე, უფრო თავისუფალი და უფრო ევროპული სახელმწიფო და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მხარდაჭერა და ამასთან, ობიექტური და სამართლიანი შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ განვამტკიცოთ პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან და არის იგივე მოლოდინი მათი მხრიდანაც," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერი იმყოფება. ამერიკელმა სტუმრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე გამართეს.