ამერიკელი სენატორი სენატორი შაჰინი განმარტავს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ფარგლებში, საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა, ასევე ამერიკული “ენ-დი-აის” (NDI) და “აი-არ-აის” (IRI) მუშაობა შეუძლებელი გახდება. - ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
“ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში,”- განაცხადა ჯინ შაჰინმა.
შეგახსენებთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც ოპოზიცია „რუსულ კანონს“ უწოდებს 2024 წლის 4 ივნისს ძალაში შევიდა, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.