მადლიერი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ზე წერს.
„სასიამოვნო იყო საქართველოში ვიზიტის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრით დაწყება. მადლიერი ვარ მისი ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლისადმი - ამბიციისადმი, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა იზიარებს“, - წერს შაჰინი.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.