„მსურს ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო და მსურს ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს ამ ქვეყანას, რომელიც არავის არაფერს შეარჩენს, მითუმეტეს, უდანაშაულო ქართველის სისხლს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.
მანვე ხაზი გაუსვა გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასჯის საკითხს.
„მჯერა, მოვა დრო და ის გარეწარი რუსები, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, საქართველოს სასამართლოს დარბაზში, სასამართლოც რომ თავისუფალი იქნება, მიიღებენ იმ სასჯელს, რომელსაც ქართული კანონმდებლობით იმსახურებენ. ესენიც, ოთხოზორიას მკვლელებიც და ტატუნაშვილის მწვალებლებიც მიიღებენ სასჯელს, ასეთი საქართველო და ასეთი ხელისუფლება გვინდა რომ გვყავდეს ოდესმე მაინც“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.