თუ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკაში, წყენებზე მაღლა უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ ოირველის“ ეთრერში განაცხადა. ელისაშვილი იმ პარტიებს ასახელებს და მიმართავს, რომლებთანაც მის პარტიას მზაობა აქვს კომუნიკაციის, ესენია: გახარიას პარტია, "ლელო", ანა დოლიძის პარტია, საპარლამენტო "გირჩი". ელისაშვილის თქმით, ამ დრომდე "გირჩთან" ჰქონია მხოლოდ საუბარი და სხვა პარტიებთან ჯერ კომუნიკაცია არ აქვს.
„მივმართავ ხაზარაძეს, გახარიას, ანა დოლიძეს - თუ წყენებზე მაღლა არ დავდექით, აქ ჩვენ საბავშვო ბაღში სიყვარულობანა-გაბუტულობანასთვის ხომ არ ვართ, თუ ვამბობთ, რომ ვართ პოლიტიკაში, ამ წყენებზე მაღლა უნდა დავდგეთ...
მე ხელს ვუწვდი შეთავზების ამ ხალხს, დავსხდეთ, იმას კი არ ვამბობთ, ფიცვერცხლი ვჭამოთ და ერთმანეთში თითები დავისეროთ და სისხლი ავურიოთ, ძმობა შევფიცოთ, თუ პოლიტიკაში ვართ, თუ ვაცნობიერებთ ისტორიულ მომენტს, როდესაც ოპოზიცია ყველაფერს უნდა აკეთებდეს რომ არ დაკარგოს შანსი", - ამბობს ელისაშვილი.