სააკაშვილზე „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო და არის. და არც მჯერა, რომ ნიკა მელია, რომელიც გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დღეს არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე მეტად „ნაციონალი“ იყო ნიკა გვარამია. ვისაც კი არ ეთანხმებოდა, ყველა პოლიტიკური ოპონენტი ნაგინები ჰყავს ტელევიზიიდან. სააკაშვილზე „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო და არის. და არც მჯერა, რომ ნიკა გვარამია, რომელიც გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დღეს არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. ისინი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში. ცვლილებების გამომწვევი ვერ იქნება და ვერ იქნებიან ოპოზიციის ე.წ. შუაშისტური შემკრებები“, - განაცხადა ელისაშვილმა.