მე რომ კანონპროექტს ვამზადებ, მათ არ ვეძახი, ან ისინი რომ ამზადებენ არავის ეძახიან, თვითონ ამზადებენ და აინიცირებენ კანონპროექტს - რაღაც დებილობა მოიგონეს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ სისულელეებში და გაიტანონ ბოლომდე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეებისთვის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივასა და უმრავლესობის შეთავაზებას, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ინიციატივაზე ნორმების და წინადადებების შემუშავებაში.
„რაღაც სისულელე მოიგონეს. მე რომ კანონპროექტს ვამზადებ მათ არ ვეძახი, ან ისინი რომ ამზადებენ არავის ეძახიან, თვითონ ამზადებენ და აინიცირებენ კანონპროექტს. ეს რომელი წესით არის, რომ ოპოზიციას ეძახიან? ინკლუზიურობა უზრუნველყონ იმ საკითხებში, რომელიც ითხოვს ინკლუზიურობას, ისეთ საკითხებზე, სადაც ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული. რაღაც დებილობა მოიგონეს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ სისულელეებში და გაიტანონ ბოლომდე.
მდინარაძე დავით აღმაშენებელი ან ნიკო ნიკოლაძე არ მყავდეს. თვითონ იყოს იმ ღირებულებების მხარეს. დააინიცირონ, მხარიც დაუჭირონ, მხარზეც გადაიკიდონ ეს კანონი და ამ კანონით იარონ. სხვა რეალურ პრობლემებს ვხედავ ამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან მაწუხებს და მადარდებს და არა ის სისულელეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ იგონებს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, „გირჩის“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტს პარტია დაუჭერს მხარს, თუ მასში ჩაიწერება - „ძალადობრივ დანაშაულზე აუცილებელია დაზარალებულის მხარის თანხმობა, რომ ადამიანი ციხიდან გამოუშვან“.
„ჩვენ, რაზეც შენიშვნა მივეცით და რაც გაითვალისწინეს არის ის, რომ როგორც საპროცესო შეთანხმებაში ხდება ისე გავაკეთოთ ძალადობრივ დანაშაულზე. რადგანაც ციხეში ეს ამნისტიის მუხლები უნდა გავრცელდეს ადამიანებზე, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს.
როგორც საპროცესო შეთანხმების დროს მხარეები თუ არ თანხმდებიან, დაზარებული მხარე თუ არ არის შეთანხმების მომხრე, მაშინ არანაირი შეთანხმება არ დადგება. ჩვენ ვუთხარით, რომ ამნისტიის პროექტს დავუჭერთ მხარს თუ ჩავწერთ, რომ ძალადობრივ დანაშაულზე აუცილებელია დაზარალებულის მხარის თანხმობა, რომ ადამიანი ციხიდან გამოუშვან“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.