არაფერ ცვლილებას არ ველოდები. ორივე ირაკლი ერთნაირად საზიზღრად ლაპარაკობდა დასავლეთზე და ოპოზიციაზე და ა.შ - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„არაფერ ცვლილებას არ ველოდები. ორივე ირაკლი ერთნაირად საზიზღრად ლაპარაკობდა დასავლეთზე და ოპოზიციაზე და ა.შ.. „ქართულ ოცნებაში“ ზოგადად არაფერი შეიცვლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ კობახიძეც არ წაიყვანს თავის შვილებს თვითმფრინავით და არ ასეირნებს აქეთ-იქით სახელმწიფოს ხარჯზე. იმედი მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მისთვის უკეთესი იქნება ასე არ მოიქცეს. ქვეყნისთვის არაფერი არ შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკური კურსით კი არ შეწუხდა ან სხვა რაღაცით, ბიძინა ივანიშვილი წკეპლით გამოვიდა და ფეხებში ურტყამს „ოცნების“ ტიპებს. ეუბნება: თქვენ ხომ არ გგონიათ, მართლა მმართველი პარტია ხართ, პრემიერ-მინისტრები იყავით სინამდვილეში. ჩემი აზრით, ბრჭყალები გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილმა და დაერია შიგნით. გაექცა ცოტა სადავეები და ამ სადავეებს ქაჩავს ახლა ძალიან მყარად“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.