საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 100 დეპუტატამდე უნდა შემცირდეს - პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც აპირებს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დააინიციროს.

150 დეპუტატიდან 18-ს მიკროფონიც არ ჩაურთავს არასდროს, პარლამენტში ამდენი დეპუტატი არ გვჭირდება. საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 100 დეპუტატამდე უნდა შემცირდეს. პარტია მოქალაქეები ამ ინიციატივას საგაზაფხულო სესიაზე წარვადგენთ.